11 მეშახტე უკვე 24 საათია ძიძიგურის სახელობის შახტში იმყოფება. ერთ-ერთი მათგანი თავს შეუძლოდ გრძნობს და პირველად დახმარებასა და საკვებით უზრუნველყოფას ითხოვენ. კომპანია „საქნახშირის“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, შეუძლოდ მყოფი ორი მეშახტე შახტიდან ამოვა და მათ ნაცვლად შახტში სხვა მეშახტეები ჩავლენ.
პროტესტის ამ ფორმას კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა ხელფასის მომატების შესახებ არ დააკმაყოფილა. მეშახტეების ნაწილი ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფება და პროტესტში მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს. გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თვითონ კომპანია საქნახშირმაც, კომპანიაში ამბობენ, რომ მეშახტეების პროტესტი იანვრის თვის შედეგების შეჯამებამ გამოიწვია, რამაც აჩვენა, რომ სხვა უბნებთან შედარებით, მეოთხე უბანს გეგმის შესრულების ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდა. ამის გამო, ამ უბანზე მომუშავე მეშახტეებმა ნაკლები თანხა გამოიმუშავეს. „საქნახშირის“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, უკვე შედგა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა გაფიცული უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით და უახლოესი 10 დღის ვადაში კომისია შეისწავლის შემაფერხებელ გარემოებებს, რის გამოც გეგმა ვერ შესრულდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.