მეშახტეების პროტესტი ტყიბულში
11 მეშახტე უკვე 24 საათია ძიძიგურის სახელობის შახტში იმყოფება. პროტესტის ამ ფორმას კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა ხელფასის მომატების შესახებ არ დააკმაყოფილა. ამ წუთებში მეშახტეების ნაწილი იმყოფება ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობასთან და პროტესტში მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა კომპანია „საქნახშირმაც“. კომპანიაში ამბობენ, რომ მეშახტეების პროტესტი იანვრის თვის შედეგების შეჯამებამ გამოიწვია, რამაც აჩვენა, რომ სხვა უბნებთან შედარებით, მეოთხე უბანს გეგმის შესრულების ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდა. ამის გამო, ამ უბანზე მომუშავე მეშახტეებმა ნაკლები თანხა გამოიმუშავეს. „საქნახშირის“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკვე შედგა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა გაფიცული უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით და უახლოესი 10 დღის ვადაში, კომისია შეისწავლის შემაფერხებელ გარემოებებს, რის გამოც გეგმა ვერ შესრულდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მეშახტეების პროტესტი ტყიბულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეშახტეების მოთხოვნები
TV IMEDI
მეშახტეების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეშახტეების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეშახტეების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეშახტეების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტყიბულელი მეშახტეების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეშახტეების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster