#ჩვენიადგილები - ნიჩბისის ციხე

10/17/2020
gtavadze-ის მიერ

მდებარეობა: https://goo.gl/maps/bVzR57xYNTJNZM5Q6

თბილისიდან 24 კმ-ის მოშორებით (თბილისი - მცხეთა - ძეგვი - გორი გზის ახლოს) მდებარე ნიჩბისის ციხე 17-ე საუკუნეშია აგებული და ის თავადთა ცნობილ გვარს - ციციშვილებს - ეკუთვნოდა.

ციხის კედლები სრულადაა შემორჩენილი. ციხის ეზოს შუაგულში სამსართულიანი კოშკი დგას. მარცხენა კუთხეში მდებარეობს აბანო, რომელიც, ასევე, 17-ე საუკუნით თარიღდება.

ერთი სიტყვით, ნიჩბისის ციხე ლამაზი ადგილია და ნამდვილად ღირს ნახვა :-)

ვიდეოები „gtavadze"-ისგან