საპროტესტო აქცია თელ-ავივში

08.01.2023 00:33

თელ-ავივის ქუჩებში ათასობით ადამიანი ისრაელის ახლადარჩეული მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეები ჯერ ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით „ დემოკრატია საფრთხეშია“. "times of israel-ის" მონაცემებით აქციაში მონაწილეობა 10 ათასმა ადამიანმა მიიღო. დემონსტრანტები ხელისუფლების სათავეში ისევ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოსვლას აპროტესტებენ და თვლიან, რომ ის ქვეყნის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: