კანადის პარლამენტმა უკრაინაში გენოციდი აღიარა


უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებები გენოციდად აღიარა კანადის პარლამენტმა. კანონმდებლების თქმით, „არსებობს მკაფიო და ძლიერი მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემატური და მასშტაბური სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომელიც რუსმა შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირ პუტინის განკარგულებით ჩაიდინეს. დანაშაულები მოიცავს მასობრივ ხოცვას, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემურ შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას, ფიზიკურ და ფსიქიკურ დაზიანებას და გაუპატიურებას“, - წერია დოკუმენტში, რომელსაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან