კანადის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

30.01.2019 01:28

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კანადის „მაგნიტსკის აქტის“ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განმახორციელებელი პირების მიმართ გავრცელებაზეც არის საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის აგრესიას ეხება, აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომი, 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია, მონაწილეობა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტში და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან მისი სამხედრო მოქმედებები შეშფოთებას იწვევს არამხოლოდ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ანგარიშის სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც თავდაცვის კომიტეტი კანადის აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კანადის პარლამენტმა უკრაინაში გენოციდი აღიარა
00:36

კანადის პარლამენტმა უკრაინაში გენოციდი აღიარა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა გაიწვია
04:45

კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმ...

Rioni.TV

ინიცირებული კანონპროექტი და შეჩერებული განხილვა
04:22

ინიცირებული კანონპროექტი და შეჩერებული განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინიცირებული კანონპროექტი და შეჩერებული განხილვა
03:49

ინიცირებული კანონპროექტი და შეჩერებული განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე  კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის რეზოლუცია
01:02

#მოამბე კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის რეზოლუცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კანადის პარლამენტს
01:17

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კანადის პარლამენტს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„მოამბე“ 18 საათზე, 14 სექტემბერი, 2018 #LIVE
31:40

„მოამბე“ 18 საათზე, 14 სექტემბერი, 2018 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანაფის კულტივირება - ირაკლი კობახიძის განცხადება
06:09

კანაფის კულტივირება - ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო