ირანმა ერაყში მდებარე სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა
ირანის საპასუხო ქმედება - დაბომბილია ერაყში მდებარე სამხედრო ბაზები, სადაც ამერიკელებიც იმყოფებოდნენ. სარაკეტო დარტყმა ღამით მიიტანეს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ეს არის თეირანის პასუხი აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე. ბაზის მიმართულებით, სულ მცირე, თორმეტი რაკეტა ისროლეს. „სიენენის“ ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, ერაყელები დაშავდნენ. დაშავებულთა რიცხვი და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდა აშშ-ს, საპასუხო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ცოტა ხნის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერზე“ განცხადება გაავრცელა. მუჰამედ ზარიფის განცხადებით, ირანმა პროპორციული პასუხი გასცა ირანელი გენერლის ლიკვიდაციას და დარტყმა მიიტანა იმ ბაზაზე, საიდანაც ირანის მოქალაქეებზე თავდასხმა განხორციელდა. მისივე თქმით, ირანს სიტუაციის ესკალაცია არ სურს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 10 საათზე, 8 იანვარი 2020 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე, სარაკეტო თავდასხმა...
Georgia Daily
არეულობა ერაყში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ირანის დაპირისპირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
Music Box
ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირანმა სირიაში ასობით სამხედრო გააგზავნა...
Music Box