ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს
ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს. ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „ადამიანური შეცდომა“ უწოდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდართან კავშირში მყოფი პირები პასუხს აგებენ. მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება „ტვიტერის“ საშუალებით ირანის პრეზიდენტმა გაავრცელა. ჰასან როუჰანიმ სინანული გამოხატა და აღნიშნა, რომ გამოძიება გაგრძელდება, რომ დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ. შეფერხების გარეშე გამოძიების წარმოებისკენ მოუწოდა ირანს უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც განცხადება „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა. ირანში რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდნენ, რომ თვითმფრინავი ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირანმა ერაყში მდებარე სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
Music Box
ირანმა სირიაში ასობით სამხედრო გააგზავნა...
Music Box
ირანმა ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი დააკავა
Music Box
ირანმა ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინა
PalitraNews
#მოამბე 10 საათზე, 8 იანვარი 2020 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ირანმა ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა
Metronome მეტრონომი
ირანმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში უცხოური ნავთობტანკერი...
PalitraNews