თბილისის მერიის განცხადება საგზაო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით

12.01.2019 00:32

თბილისის მერია საგზაო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე, საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება. ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში. შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვრამდე იმოქმედებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: