პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესასოციაციის წევრებთან

02/16/2016
Giorgi Kvirikashvili-ის მიერ

საგადასახადო სისტემისა და მმართველობის რეფორმა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა და განათლების სისტემის რეფორმა, - მთავრობის ოთხბლოკიანი რეფორმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრებს ესაუბრა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივების გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში მთავრობა რეალურ ქმედებებზე გადავიდა და პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას - მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ საკითხზე მთავრობაში აბსოლუტური კონსენსუსი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე კონკრეტულ წინადადებას მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს.
„ჩვენ მხოლოდ განაწილებულ მოგებას დავბეგრავთ, ანუ ბიზნესში ჩაბრუნებული მოგება არ დაიბეგრება და მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზებას. მეორეს მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარშემო არ არის ისეთი დინამიური ეკონომიკური განვითარება, ეს ცვლილება დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კანონპროექტთა პაკეტში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში ანგარიშები აღარ დაყადაღდება და ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი; ძირითადი საშუალებების იმპორტირებისას დღგ-ს გადახდა სავალდებულო აღარ იქნება; ასევე, საგადასახადო შემოწმებაში მხოლოდ შემოსავლების სამსახური მიიღებს მონაწილეობას.

ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/f133a

ვიდეოები „Giorgi Kvirikashvili"-ისგან