გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა


გიორგი გახარიამ შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას დამატებით დინამიკას შესძენს. „მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისა და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობისთვის კიდევ უფრო მეტი დინამიკურობის შესაძენად“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

კელი დეგნანმა ფიცი უკვე დადო. ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. პროცესს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი ესწრებოდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან