სააკაშვილის სასამართლო პროცესი
„ყველანი ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის. მონათა აღლუმში ჩართვით და ძალით ჩამოყვანით ისინი გამცირებენ თქვენ“- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ერთობა, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსზე მაღლა დგას. სააკაშვილის თქმით, საარჩევნოდ საჭიროა ერთიანი სია, რომელიც პროფესიონალებს მოიყვანს მთავრობაში. 9 მილიონის გაფლანგვაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დღეს დაცვის მხარის მოწმე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე დაიკითხა. იმ დროსაც, რა პერიოდშიც სააკაშვილს 9 მილიონის გაფლანგვას ედავებიან, კაკაურიძე ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. ის 2008 წლიდან 2014 წლამდე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ბრალდების მხარის შეკითხვები სხვადასხვა უწყების პირველი პირების მხრიდან თანხების ხარჯვას ეხებოდა. პროკურორი დაინტერესდა, შეუძლიათ თუ არა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხების პირადი მიზნებისათვის ხარჯვა მაღალჩინოსნებს, მაგალითად შვილის განათლებისთვის და პირადი ფუფუნებისთვის. რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ - არა. დაცვის მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პირადი ვიზუალის ხარჯები და შვილების სწავლის ხარჯები შესაძლებელია ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
TV IMEDI
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
TV IMEDI
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster