თბილისში უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს

02.12.2018 00:58

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციისას უკრაინის შვიდი მოქალაქის დაკავება დაადასტურა. ამის შესახებ უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით, რაც იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სპეცოპერაცია ლიხაურის ქუჩაზე გამთენიისას ჩატარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: