სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

07.10.2022 01:06

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია: „ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზადყოფნა გამოხატა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი. საუბარი შეეხო ასევე ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ამერიკის სახ.მდივანთან შეხვედრის შემდეგ
02:34

სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ამერიკის სახ.მდივანთან შეხვედრ...

MULTIMEDIA GE

მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა
01:08

მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

MULTIMEDIA GE

სალომე ზურაბიშვილი აშშ ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
04:05

სალომე ზურაბიშვილი აშშ ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილი აშშ ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
00:57

სალომე ზურაბიშვილი აშშ ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვ...

TV IMEDI

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
02:21

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან
00:44

შეხვედრა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილი კრისტოფერ კავოლის შეხვდა
00:28

სალომე ზურაბიშვილი კრისტოფერ კავოლის შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ,,დემოკრატიის სამიტზე“
02:54

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო