ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი | CSB | Imedi


4 ნოემბერს, 15:30 საათზე, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ირაკლი კოტეტიშვილმა, ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესების უფრო ახლოს გაცნობა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები და ანტიკორუფციული მმართველობის პროექტები, კერძოდ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა (www.declaration.gov.ge) და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული დასაქმების ელექტრონული პორტალი (www.hr.gov.ge).

შეხვედრის ბოლოს ორი ქვეყნის საჯარო სამსახურების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.

CSB Web - http://www.csb.gov.ge
CSB on Facebook - http://www.facebook.com/CivilServiceB...
CSB on Twitter - http://twitter.com/csbgovge
CSB on Flickr - http://www.flickr.com/photos/csbgovge/
CSB Blog - http://civilservicebureau.blogspot.com/

ვიდეოები „საჯარო სამსახურის ბიურო"-ისგან