დაკავებული პოლიციელის საქმე

30.05.2019 01:47

ბოლნისის პოლიციის ყოფილ ინსპექტორ-გამომძიებელს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მას არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება. სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, კონსტანტინე ქოჩიშვილი ბრალს არ არიაღებას და აცხადებს, რომ პროკურატურის და მედიის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მიმდინარე პროცესს ის პოლოციელების მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს. პროკურატურამ გამოძიება 16 წლის მოზარდის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ბოლნისის პოლიციამ ის ორი თვის წინ ქურდობის ბრალდებით დააკავა.  მოზარდი ამბობს, რომ მას პოლიციელები თანამზრახველების დასახელებას სთხოვდნენ, რა დროსაც მასზე სასტიკად იძალადეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო