აქცია  „ქართული ოცნების“ ოფისთან

27.03.2021 03:48

„ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან, პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად, აქცია მიმდინარებოდა - ხუთი მონაწილე დააკავეს. აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მართავდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა დაპირისპირება, რის შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა.

პოლიციამ აქტივისტებს შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრის უფლება არ მისცა. შენობის პერიმეტრზე სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine