აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან

20.11.2018 01:03

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული კრედიტორები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლოციას შორის მოხდა დაპირისპირება. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისში შეჭრას შეეცადნენ, რისი საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: