მუზეუმი კრიზისშია - მუზეუმის თანამშრომლების პროტესტი

07/06/2022
JAMnews ქართულად-ის მიერ

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ვიდეო-მიმართვა ჩაწერეს, სადაც მეცნიერებს ერთობისკენ, ხოლო საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდეს.

მას შემდეგ, რაც კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, მუზეუმიდან რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის ისეთი მეცნიერებიც, რომლებსაც მიმდინარე მნიშვნელოვანი კვლევები და პროექტები ჰქონდათ ჩაბარებული.

ხელისუფლება ამ პროცესს რეორგანიზაციას უწოდებდა, თანამშრომლები და ექსპერტები კი, პოლიტიკური ანგარიშსწორებად და „წმენდად“ აფასებდნენ.

ვიდეოში, რომელიც კულტურის და მეცნიერების პროფესიული კავშირის ინიციატივით ჩაიწერა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მუზეუმი კრიზისშია. შეფერხებულია კვლევები, არ არსებობს კომუნიკაცია თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის.

ისინი შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ამ მუზეუმში კვლევები არ შეფერხებულა საბჭოთა ოკუპაციის, რეპრესიების თუ მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 1852 წლიდან იღებს სათავეს. ადრე მას „კავკასიის მუზეუმი“ ერქვა. აქ არის დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ექსპონატები.

გაიგეთ მეტი:

ვებგვერდი - www.jam-news.net/ge
Facebook -   / jamnewsge  
Twitter -   / jamnewsge  
Instagram -   / jamnewsgeorgian  

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს საქმე. დონაციისთვის გადადით შემდეგ გვერდზე - https://jam-news.net/ge/dagvichiret-m...

ვიდეოები „JAMnews ქართულად"-ისგან