როდის ვიყენებთ ავტოპილოტს

05/24/2024
FlyWithTazo-ის მიერ

ბევრი ფიქრობს რომ თვითმფრინავში ✈️ყველაფერს ავტოპილოტი აკეთებს🤖, მაგრამ სინამდვილეში ტექნოლოგიები ამ დონემდე არ არის განვითარებული😥. ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთი ფრენის წინ არის👨🏻‍✈️👩🏻‍✈️ \r
ჩასხდომის დროს ალბათ დაგინახავს როგორ აწვება მფრინავი ათას ღილაკს2️⃣🔂⬅️. მას შეჰყავს კომპიუტერში უამრავი ინფორმაცია მათ შორის ის მარშრუტი რომელსაც თვითმფრინავი გაყვება, ამის გარდა პილოტი 👨🏻‍✈️ეცნობა უამრავ საბუთს📑 და იღებს საწვავის რაოდენობის ⛽️ და უამრავ სხვა გადაწყვეტილებას 💡 , რაც ამ მოკლე ვიდეოში არ ჩაეტევა. კარის 🚪 დახურვის შემდეგ მას მიჰყავს რადიოკავშირი 📻 და გადაადგილების ყველა ეტაპისთვის მას უწევს ნებართვის მოთხოვნა ✅ . მოკლედ კარი დაკეტილია, ძრავები გაშვებული, მივგორდით ასაფრენ ზოლამდე და ალბათ იფიქრე აი ისიც ახლა ჩაირთვება ავტოპილოტი!? 🦾მაგრამ არა! კიდევ ერთი შემოწმება, უამრავ ღილაკზე დაჭერა აფრენა შასის ფრთაწინების და ფრთაუკანების აკეცვა საკრუიზო სიმაღლეზე ასვლა და აი ახლა შეგვიძლია ამოვისუნთქოთ 😮‍💨და ჩავრთოთ ავტოპილოტი 😊 სანამ მარშრუტზე ტურბულენტობა 🌪️ან უზარმაზარი ღრუბელი☁️ არ დაგვხვდება ან დაუშვათ დისპეტჩერი რამე ცვლილებას არ შეიტანს ჩვენ ფრენაში. ცვლილებები საკმაოდ ხშირია. რადიოკავშირის სიხშირეების ცვლილება, საწვავი, ძრავების მონაცემები და სხვა უამრავი მაჩვენებელი. ეს ყველაფერი ავტოპილოტის მიუხედავად მაინც მფრინავის მიერ კონტროლდება👨🏻‍✈️✅. შეიძლება ითქვას რომ ავტოპილოტს ფრენის ყველა ეტაპზე მფრინავი ეუბნება რა უნდა გააკეთოს. შემდეგ ეტაპზე იწყება დაშვების 🛬მონაკვეთი რაც ავტოპილოტსაც შეუძლია დამოუკიდებლად შეასრულოს მაგრამ იდეალურ პირობებში არ ვცხოვრობთ და ხშირ შემთხვევაში საჰაერო სივრცეში სხვა თვითმფრინავებიც არის, საჰაერო კონტროლი გარკვეულ სიმაღლეს და სიჩქარეს აძლევს და მფრინავს შეყავს ყველა ეს მონაცემი.
ამის შემდეგ დაფრენა🛬🛬.
თბილისში სხვა მიზეზებთან ერთად რელიეფი არ იძლევა იმის საშუალებას რომ აეროპორტს ბოლო - მესამე კატეგორიის აღჭურვილობა ჰქონდეს და თვითმფრინავმა მიწის შეხებამდე ავტოპილოტით იფრინოს.
ასე რომ, თუ აეროპორტი ამა თუ იმ მიზეზების გამო არ არის აღჭურვილი თანამედროვე სისტემით მფრინავი ვალდებულია პირველი კატეგორიით იხელმძღვანელოს და გარკვეულ სიმაღლეზე გათიშოს ავტოპილოტი, ხელით დასვას თვითმფრინავი და მიიყვანოს დანიშნულების ადგილამდე.. ახლა კი იცით. გემშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე 😊

#flight #fact #avia #aviation #pilotlife #crewlife
#aviationlovers #avgeek #fly #Georgia #flywithtazo #travel
#ავიაცია #ფლაივიზთაზო #საქართველო #ბლოგერი #თბილისი #აეროპორტი #როგორ #არარუსულკანონს #autopilot #boeing #ავტოპილოტი #landing #to #how #ქართულად #aviation #avia #aviations