ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩხოროწყუს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის. დღეიდან, ჩხოროწყუს სრულიად ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. 2012–2020 წლებში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები: ამბროლაურში, ყაზბეგში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, სიღნაღში, ბორჯომსა და ანაკლიაში. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სრულდება: წალენჯიხაში, მარტვილში, ჩოხატაურსა და აბასთუმანში. Facebook : / miaofgeorgia Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
საგამოძიებო მოქმედებები ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩხოროწყუში ახალი ბაღი გაიხსნა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ჩხოროწყუში ორი ახალი ბაღი გაიხსნა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ჩხოროწყუში PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა
საინფორმაციო ცენტრი კოლხეთი 89
„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ ახალი წევრი წარადგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერმა ჩხოროწყუში მშენებარე ტაძარი მოინახულა და დაათვალიე...
Georgian Government
კორონავირუსი - ვითარება სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster