თურქეთმა და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება შეათანხმეს
12/28/2016
თურქეთმა და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება შეათანხმეს, რომელსაც სირიაში კონფლიქტის მხარეებს წარუდგენენ, - იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“.
სააგენტოს ინფორმაციით, ანკარა და მოსკოვი შეთანხმდნენ გეგმის შესახებ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გავრცელებას სირიის მთელ ტერიტორიაზე ითვალისწინებს.
აღნიშნულ გეგმას კონფლიქტის მხარეებს წარუდგენენ. შეთანხმების მოქმედება მოიცავს ყველა იმ რაიონებს, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს ოპოზიციურ დაჯგუფებებსა და ასადის რეჟიმის ძალებს შორის.
შეთანხმების ფარგლებში კონფლიქტის მხარეებს შეთავაზებენ ცეცხლის შეწყვეტას 29 დეკემბრის 00:00 საათიდან. აღნიშნული შეთანხმება არ ვრცელდება ტერორისტულ ორგანიზაციებზე.
შეთანხმების წარმატების შემთხვევაში, ასადის რეჟიმი და ოპოზიცია, რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით, ასტანაში კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკურ დისკუსიებს დაიწყებენ.