რეგულაციები მეორადი მასალების განთავსებაზე

09.01.2026 04:53

წლების განმავლობაში რამდენჯერმე გადავადებული რეგულაცია უკვე ძალაშია. 
თბილისის გარკვეულ ზონებში, მათ შორის დასახლებულ პუნქტებსა და რეკრეაციულ სივრცეებში, მეორადი საბურავების, ჯართისა და ძველი ავტომობილების ნაწილების რეალიზაცია აკრძალეს. გადაწყვეტილება დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაჯანსაღებლად მიიღეს. თბილისში მსგავსი პროდუქციის რეალიზაცია მჭიდროდ დასახლებულ უბნებში წლების განმავლობაში ხდებოდა, რასაც მოქალაქეები და გარემოს დამცველები აპროტესტებდნენ და რეაგირებას ითხოვდნენ. პრობლემის სიმწვავეს ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ გადაღებული მასალაც ადასტურებს - ახალი რეგულაციების ამოქმედების მიუხედავად, სარეალიზაციო პუნქტების ნაწილი აკრძალულ ზონებში მუშაობას განაგრძობს. იმავე საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, რეგულაციები გამკაცრდა და ჯარიმები გაიზარდა იმ პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც სამშენებლო მასალებს სველი წესით არ ამუშავებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine