ხმაური კომპანია ''არემჯი გოლდის'' ტერიტორიაზე

03/19/2018
RMG・არემჯი-ის მიერ

⬇ ჯონი შუბითიძე- RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი:

,,იყვნენ იქ და შეამოწმონ თუ ვართ ჩვენ მტყუანი სახელმწიფოსთან ან საზოგადოებასთან. შეამოწმონ საზღვრები, რომელია სახელმწიფოსი და რომელი წარმოების, მაგრამ ამის სურვილი მათ არ აქვთ. ისინი არიან პროვოკატორები. კომპანიას სერიოზული წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაში და აქედან გამომდინარე, მე ეჭვი მეპარება, რომ პოლიტიკური მიზნების გარდა, იქ არის სერიოზული ბიზნეს ინტერესები''.

⬇ ამირან ქართველიშვილი - RMG-ის კორპორატიული დირექტორის მოადგილე:

,,ვაჩვენეთ, რომ ეს ტერიტორია ჩვენს საკუთრებაში არ არის, არანაირი ფორმალური საქმიანობა ამ ტერიტორიაზე არ ხორციელდება. არანაირი ვალდებულება ჩვენ ამ ადამიანების დღეს აქ შეშვების არ გვქონდა, ვინაიდან მათ შეეძლოთ ალტერნატიული გზებით მისულიყვნენ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოტანილ მიწაზე. თუმცა ჩვენ გამოვიჩინეთ კეთილი ნება იმისათვის, რომ საზოგადოებას ქონდეს მეტი ინფორმაცია. მინდა ყველას მოვუწოდო, თავი დაანებონ პოლიტიკურ განცხადებებს''.

⬇ ირაკლი ხაჭაპურიძე - ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი:

,,კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ტერიტორია ჩვენი GPS-ის აპარატურით. ამ მიწაზე, რომელიც გადის იჯარით აუქციონზე, არანაირი უკანონო სარგებლობა არ მიმდინარეობს\".

#არემჯი2018
#RMG2018
#დმანისი

ვიდეოები „RMG・არემჯი"-ისგან