ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დღეს ანბანის კოშკის მიმდებარედ, რივიერას ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. ამით კომპანია „სილქროუდმა“, რომელიც სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის აგებას გეგმავს, ფაქტობრივად, ადმინისტრაციული წარმოება დაასრულა და შემდგომ ეტაპზე დასამტკიცებლად წარმოადგენს უშუალოდ მშენებლობის პროექტს. საკითხი 17 ხმით დამტკიცდა, რასაც საზოგადოება „ბათომისა“ და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთი მოქალაქე სხდომათა დარბაზიდან დაცვის პოლიციამ გაიყვანა. მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობას წელიწადზე მეტია აპროტესტებს. მათი მტკიცებით, სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობა შექმნის ეკოლოგიურ საფრთხეს და ქალაქს ჩაუკეტავს ზღვიდან ვენტილაციის საშუალებას. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. სულიკო მიქელაძე ამტკიცებს, რომ პროექტი ქალაქს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
TV 25
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
TV 25
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
TV 25
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
TV 25
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
TV 25
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
Formula News