საკრებულოს სხდომა ბათუმში
ხმაური იყო დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციისა და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის ბულვარში, კომპანია „ამბასადორ ბათუმისთვის“ 341 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა და 200 კვადრატული მეტრი ფართობის შენობის სარგებლობაში გადაცემას ითვალისწინებს. საუბარია სასტუმრო „რადისონის“ წინ არსებულ ტერიტორიაზე. მათი განცხადებით, დაუშვებელია აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემა, სანამ არ იქნება მზად ბულვარის განვითარების გეგმა. ისინი ეჭვობენ, რომ კომპანია, რომელიც ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ კომპლექსს აშენებს, აპირებს, მიწის ნაკვეთი გააფართოვოს და სისრულეში მოიყვანოს ჩანაფიქრი, რომლითაც ბულვარში 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, რაზეც მას აჭარის მთავრობამ უარი უთხრა. მერიის წარმომადგენელი დავით კოპინაძე კი ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეჭვს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ბულვარში არანაირი კომპლექსის მშენებლობა არ იგეგმება. გადაწყვეტილება საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო, ოპოზიციასთან ერთად, მიწის ნაკვეთის გადაცემის წინააღმდეგი „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ჭეიშვილი იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
(18:00) 28/02/11 საკრებულოს სხდომა ბათუმში
MaestroCTN
ბათუმში საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა -ოპოზიციის მოწვეულ სხ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ხმაური და დაპირისპირება ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერთიანებული კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმის საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმის საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს
Ajara TV