პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში


მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე პარტნიორების დასარწმუნებლად ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დისკუსია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. რობერტა მეცოლასთან პირისპირ დიალოგის გამართვამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ესაუბრა. ოფიციალური მიღების შემდეგ დისკუსია დახურულ კარს მიღმა წარიმართა. ვიზიტის ფარგლებში ხვალ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე ნატოს გენერალური მდივანი უმასპინძლებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან