გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით, ნაწილი 1 (ბილეთების განხილვა) ვიდეო გაკვეთილი

04/01/2022
kakhaber tkemaladze-ის მიერ

გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
გასწრება ნიშნავს დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით, წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრებას.
გასწრების დაწყებამდე მძღოლი ჯერ უნდა დარწმუნდეს რომ შემხვედრი ზოლი თავისუფალია გასწრებისათვის საკმარის მანძილზე.
მძღოლს ეკრძალება გასწრება იმ შემთხვევაში, ღუ მის წინ მიმავალ სარტრანსპორტო საშუალებას უკვე დაწყებული აქვს გასწრება ან დაბრკოლების შემოვლა.
ასეთი ეგრეთ წოდებული ორმაგი გასწრება აკრძალულია. ასევე აკრძალულია ისეთი გასწრება როცა გასწრებაზე გასულ სატრანსპორტო საშუალებას რამდენიმე ავტომობილი გაყვება. გასწრება უნდა დავიწყოთ მხოლოდ იმის შემდეგ როცა წინა ავტომობილი დაასრულებს გასწრების მანევრს.
გასწრება იკრძალება თუ წინ მიმავალი ავტომობილის მძღოლმა ჩართო მარცხნივ მოხვევის სიგნალი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამცირებთ სიჩქარეს და როგორც კი სატრანსპორტო საშუალება მოუხვევს ვაგრძელებთ მოძრაობას, თუ მოძრაობის ზოლის სიგანე გვაძლევს საშუალებას შეგვიძლია ავუაროთ მარჯვენა მხრიდან, ხოლო თუ გზის სიგანე არ იძლევა ამის საშუალებას მაშინ ვალდებული ვართ დაველოდოთ, სანამ მოუხვევს რადგან გვერდის ასაქცევად გვერდულზე გადასვლა აკრძალულია.
გასწრება ასევე აკრძალულია თუ ჩვენ უკვე ვინმე გვასწრებს, ანუ სანამ დავიწყებთ გასწრებას უნდა გავიხედოთ მარცხენა სარკეში და თუ ვინმეს უკვე დაწყებული აქვს გასწრება ან ჩართული აქვს მაჩვენებელი სიგნალი, ვალდებული ვართ დაველოდოთ და მანევრის დასრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ გასწრება.
ყველა ბილეთის სანახავად გადადით ლინკზე
   / @kakhabertkemaladze1765  
შეკითხვები შეგიძლიათ მომწეროთ [email protected]

ვიდეოები „kakhaber tkemaladze"-ისგან