პრიორიტეტის ნიშნები (ბილეთების განხილვა) ვიდეოგაკვეთილი
პრიორიტეტის ნიშნები ადგენენ გზაჯვარედინის, სავალი ნაწილის გადაკვეთის, ან გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას. თითქმის ყველა პრიორიტეტის ნიშანს დამახასიათებელი განსხვავებული ფორმა აქვს იმ მიზნით, რომ მისი აღქმა მოხდეს საპირისპირო მხრიდანაც. განვიხილოთ თითოეული მათგანი. პრიორიტეტის ნიშანს ,,მთავარი გზა“ რომბის ფორმა აქვს. თეთრ ფონზე უფრო მცირე ზომის ყვითელი რომბია გამოსახული. პრიორიტეტის ნიშანი იდგმება გზის იმ მონაკვეთის დასაწყისში საიდანაც ის იძენს მთავარი გზის სტატუსს, ანუ თუ გზა ამ ადგილიდან იძენს მთავარი გზის სტატუსს შესაბამისად ნიშანიც დაიდგმება ამ ადგილზე ნიშანი მეორდება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ და მძღოლს ანიჭებს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობას. თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზის მიმართულება იცვლება, მაშინ ნიშნის ქვეშ იდგმება დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას. პრიორიტეტის ნიშანი მთავარი გზის დასასრული, მთავარი გზის აღმნიშვნელი პრიორიტეტის ნიშნის იდენტურია, მხოლოდ დამატებული აქვს დიაგონალური ზოლები, იგი იდგმება გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. ანუ ანუ თუ ნიშანი დაიდგმება ამ ადგილზე შესაბამისად ამ ადგილიდან გზა დაკარგავს მთავარი გზის სტატუსს. და გამოვა რომ მოცემულ გზას მთავარი გზის სტატუსი ექნება გზის ამ მონაკვეთში. პრიორიტეტის ნიშანს დაუთმე გზა, ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმა აქვს, თეთრი ფერის არის და გარშემო წითელი არშია აქვს შემოვლებული, ხოლო სამკუთხედის ერთო წვერი ყოველთვის ქვემოთ არის მიმართული. ნიშანი მძღოლს აფრთხილებს რომ გადამკვეთ ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს მინიჭებული აქვს გავლის უპირატესობა და მძღოლი ვალდებულია დაუთმოს გზა, ყველა სატრანსპორტო საშუალებას რომელიც მოძრაობს გადამკვეთ გზაზე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც არის იგი დადგმული. ანუ, თუ ნიშანი დგას სავალი ნაწილების ამ გადაკვეთის წინ ასეთ შემთხვევაში მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ამ გადაკვეთაზე. თუ გზაჯვარედინის წინ დგას მოცემული ნიშანი შესაბამისად გადამკვეთ გზაზე იდმება მთავარი გზის მაჩვენებელი პრიორიტეტის ნიშანი. პრიორიტეტის ნიშანს მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია რვაკუთხედის ფორმა აქვს, წითელ ფონზე თეთრი ფერის წარწერით. ნიშანი უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად, ასევე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. ნიშანი ასევე იდგმება რკინიგზის გადასასვლელის წინ. ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის -უშუალოდ ნიშნის წინ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც არის იგი დადგმული. პრიორიტეტის ნიშანი ,,შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა“ იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ, ნიშანი უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას და მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას. პრიორიტეტის ნიშანი ,,უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან“ ასევე იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ და ანიჭებს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე გავლის უპირატესობას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. ყველა ბილეთის სანახავად გადადით ლინკზე / @kakhabertkemaladze1765 შეკითხვები შეგიძლიათ მომწეროთ [email protected]
kakhaber tkemaladze-ის სხვა ვიდეოები
მაფრთხილებელი ნიშნები, ნაწილი 1 | მართვის მოწმობის...
შუქნიშნის სიგნალები ნაწილი 1 | მართვის მოწმობის თე...
გზაჯვარედინის გავლა ნაწილი 1 | მართვის მოწმობის თე...
ამკრძალავი ნიშნები ნაწილი-1| მართვის მოწმობის თეორ...
მარეგულირებლის სიგნალები ნაწილი 1 | მართვის მოწმო...
გაჩერება დგომა, ნაწილი-1 (ბილეთების განხილვა) ვიდე...
გზაჯვარედინის გავლა ნაწილი 2 | მართვის მოწმობის თე...
დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (ბილეთების განხილვა...
მსგავსი ვიდეოები
7 მართვის მოწმობის ბილეთები (პრიორიტეტის ნიშნები)
TaTe
16 მართვის მოწმობის ბილეთები (პრიორიტეტის ნიშნები)
TaTe
17 მართვის მოწმობის ბილეთები (პრიორიტეტის ნიშნები)
TaTe
12 მართვის მოწმობის ბილეთები (პრიორიტეტის ნიშნები)
TaTe
14 მართვის მოწმობის ბილეთები (პრიორიტეტის ნიშნები)
TaTe
8 მართვის მოწმობის ბილეთები (პრიორიტეტის ნიშნები)
TaTe
5 მართვის მოწმობის ბილეთები (პრიორიტეტის ნიშნები)
TaTe
19 მართვის მოწმობის ბილეთები (პრიორიტეტის ნიშნები)
TaTe