მაფრთხილებელი ნიშნები, ნაწილი 2 | მართვის მოწმობის თეორიული კურსი
08/02/2021
kakhaber tkemaladze-ის
მიერ
მაფრთხილებელი ნიშნები აფრთხილებენ მძღოლებს ქუჩის ან გზის სახიფათო უბნებთან მიახლოვების შესახებ. მძღოლმა გამაფრთხილებელი ნიშნის შემდეგ უნდა გაამახვილოს ყურადღება და შეამციროს მოძრაობის სიჩქარე იმ ზღვრამდე, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეძლოს სატრანსპორტო საშუალების სახიფათო უბნის წინ დროული გაჩერება.
როგორც უკვე ვიცით მაფრთილებელ საგზაო ნიშნებს საქართველოში ძირითადად ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმა აქვს, თეთრი ფერის არის და გარშემო წითელი არშია აქვს შემოვლებული. სამკუთხედის ერთო წვერი ყოველთვის ზემოთ არის მიმართული. ხოლო თეთრ ფონზე შავი სიმბოლოებია გამოსახული.
ყველა მაფრთხილებელი ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150-300მ მანძილზე, ხოლო დასახლებულ პუნქტში 50-100მ მანძილზე
ანუ თუ სახიფათო მონაკვეთი დაუსახლებელ პუნქტში იწყება ამ ადგილზე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთიდან არანაკლებ 150 მეტრის და არაუმეტეს 300 მეტრისა, აი ამ დიაპაზონში, ხოლო დასახლებულ პუნქტში არანაკლებ 50 მეტრისა და არაუმეტეს 100მ მეტრისა
მაფრთხილებელი ნიშნებიდან არის 7 ნიშანი რომლებიც დაუსახლებელ პუნქტში დამატებით მეორდება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე არანაკლებ 50მ მანძილზე
ესენია:
რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი- აფრთხილებს მძღოლს შლაგბაუმით აღჭურვილ რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ.
რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი- აფრთხილებს მძღოლს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ.
დასახსნელი ხიდი- აფრთხილებს მძღოლს გასახსნელ ხიდთან ან საბორნე გადასასვლელთან მიახლოების შესახებ.
სანაპიროზე გასასვლელი-აფრთხილებს მძღოლს, იმის შესახებ, რომ გზა გადის სანაპიროზე (მდინარის, ტბის ან ზღვის ნაპირზე)
ბავშვები-აფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის მონაკვეთთან მიახლოების შესახებ, რომლის სავალ ნაწილზე შესაძლოა ბავშვების უეცარი გამოჩენა
საგზაო სამუშაოები-აფრთხილებს მძღოლს გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების წარმოების შესახებ
ანუ ეს ნიშნები დაუსახლებელ პუნქტებში იდგმება ორჯერ. მათი დამახსოვრება მარტივად ასე შეიძლება
ნიშნები რომლებიც დაკავშირებულია რკინიგზასთან, წყალთან და ადამიანთან.
განვიხილოთ დანარჩენი ნიშნები
ერთლიანდაგიანი რკინიგზა.
აფრთხილებს მძღოლს რომ რკინიგზის გადასასვლელი არის ერთლიანდაგიანი და მას არ აქვს შლაგბაუმი. იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ.
მრავალლიანდაგიანი რკინიგზა
აფრთხილებს მძღოლს ორი ან ორზე მეტი ლიანდაგის მქონე რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ეს ნიშანიც იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ.
რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოვება
ნიშნები დამატებით აფრთხილებენ მძღოლს რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ და იდგმება მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში.
ეს ნიშნები იდგმება გზის მარჯვნივ ხოლო ესენი გზის მარცხნივ, ანუ უფრო ადვილად რომ დავიმახსოვროთ ნიშანზე გამოსახულ ზოლებს რომელი მხარეც აქვს ზევით მიმართული სწორედ იმ მხარეს იდგმება ეს ნიშანი,
მაგალითად ამ ნიშნებზე ზოლებს მარჯვენა მხარე აქვთ ზევით მიმართული და შესაბამისად ეს ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო ამ ნიშნებზე ზოლებს მარცხენა მხარე აქვთ ზევით მიმართული, შესაბამისად ეს ნიშნები იდგმება გზის მარცხენა მხარეს.
თუ ნიშანზე სამი ზოლია გამოსახული იგი იდგმება რკინიგზის გადასასვლელიდან 150-300 მეტრის მანძილზე და რადგან ზუსტად ამ მანძილზე იდგმება ეს მაფრთხილებელი ნიშნებიც ამიტომ მოცემული ნიშნები იდგმება ან ერთ ან მეორე ნიშანთან ერთად, იმის მიხედვით შლაგბაუმიანია თუ არა რკინიგზის გადასასვლელი.
თუ ნიშანზე ერთი ზოლია გამოსახული იგი იდგმება რკინიგზის გადასასვლელიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე და რადგან ზუსტად ამ მანძილზე იდგმება ეს მაფრთხილებელი ნიშნებიც განმეორებით. ამიტომ მოცემული ნიშნებიც იდგმება ან ერთ ან მეორე ნიშანთან ერთად.
ხოლო თუ ნიშანზე ორი ზოლია გამოსახული იგი იდგმება დამოუკიდებლად ამ ორ ნიშანს შორის თანაბარი დაშორებით ანუ შუა ადგილზე
ყველა დანარჩენი ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება ერთხელ.
განვიხილოთ ისინი
ყველა ბილეთის სანახავად გადადით ლინკზე / @kakhabertkemaladze1765
შეკითხვები შეგიძლიათ მომწეროთ [email protected]