„ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება - შეფასებები

02.12.2025 05:13

პოლიტიკური შეფასებების თემაა „ბიბისის“ მორიგი ჟურნალისტური გამოძიება. საქმე ეხება საგამოძიებო ფილმს, სადაც საუბარია, რომ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს და ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე - ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“. პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო „ბიბისის“ მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებით, გუშინვე გავრცელდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადება. მისი თქმით, ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. მისი განმარტებით ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული. როგორც გომელაური აცხადებს, აღნიშნული ნივთიერება 2012 წლის შემდეგ აღარ გამოიყენებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრემიერ-მინისტრის განცხადება
07:47

პრემიერ-მინისტრის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დავით კეზერაშვილის განცხადება
01:20

დავით კეზერაშვილის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

“ქოლცენტრების საქმის” გამოძიებისას BBC-ის ჟურნალისტები დავით კეზერაშვილის კვლაზე გავიდნენ
07:08

“ქოლცენტრების საქმის” გამოძიებისას BBC-ის ჟურნალისტები დავით...

TV IMEDI

ტრენინგი საქართველოს პირველ არხზე

ტრენინგი საქართველოს პირველ არხზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პირველი არხი EBU-ის რეგიონული აკადემიის ტრენინგებს მასპინძლობს
01:46

საქართველოს პირველი არხი EBU-ის რეგიონული აკადემიის ტრენინგე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ნაშუადღევს პირველი არხი EBU-ს რეგიონული აკადემიის ტრენინგებს მასპინძლობს
17:12

#ნაშუადღევს პირველი არხი EBU-ს რეგიონული აკადემიის ტრენინგებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ბიბისის“ პროდიუსერი გადაცემას „ფერმა“ კონსულტაციას გაუწევს
01:08

„ბიბისის“ პროდიუსერი გადაცემას „ფერმა“ კონსულტაციას გაუწევს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები
01:53

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო