დავით კეზერაშვილის განცხადება
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ე.წ. ქოლცენტერების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უარს აცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და მისი წილის ნახევარს ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცემს. თუმცა, როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილში აცხადებს, მის ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან მისი გასვლა არ განიხილება. თუმცა იღებს გადაწყვეტილებას, მისი დახმარების პარალელურად, ტელეკომპანია „ფორმულას“ მისცეს როგორც თავად ამბობს, ახალი მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა. ამასთან, როგორც დავით კეზერაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებული მასალით, მას საქმიანი რეპუტაცია შეელახა. კეზერაშვილის თქმით, სასამართლოს წესით აპირებს დაამტკიცოს საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. კეზერაშვილი ამტკიცებს, რომ საგამოძიებო ფილმის ავტორი იმავდროულად წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას, რომელიც წლებია ცდილობს მისი რეპუტაცია შელახოს. „მისი მასალების დიდი ნაწილი ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით“ - წერს კეზერაშვილი. მისივე თქმით, ტყუილია ცნობა, თითქოს მისი ბიზნეს-ცენტრი კიევში არის „თაღლითური ქოლცენტრების სახლი“. ამასთან, როგორც ის ამბობს, ჟურნალისტური გამოძიების სასურველი მიმართულებით წარსამართად, საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ავტორი მიიყვანა სწორედ იმ სპეციალურად შერჩეულ ქოლცენტრზე რეიდის გადასაღებად, რომელიც მის ყოფილ პარტნიორსა და მეგობართან ასოცირდებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დავით კეზერაშვილის განცხადება - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არავისთვის მითხოვია მეგობრობა და პარტნიორობა - დავით კეზერაშ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ფორმულას დღე — 13 მარტი, I ნაწილი
ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლარიზაციის რისკები - შალვა პაპუაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელენე ხოშტარიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის სამინისტროს სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას განცხადება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster