დავით ბაქრაძის განცხადება - შეფასებები


მმართველი გუნდი სახელმწიფოს ღალატს უწოდებს დავით ბაქრაძის განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელზეც ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, დოკუმენტის იმ პუნქტში, სადაც ომის დაწყებაზეა საუბარი, იყო კომპრომისი, თუ ვწერთ რომ რუსეთი ოკუპანტია, უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც.

ბაქრაძის ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაშიც. ნინო ბურჯანაძის თქმით,  ნათელია, რომ 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლება მოქმედებდა მთავარი პრინციპით, ნებისმიერ ფასად გადაერჩინა ხელისუფლება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს კომპრომისი საჭირო იყო იმისთვის, რომ რეზოლუცია გაფორმებულიყო და ამით ქვეყანამ გრძელვადიანი სარგებელი ნახა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან