თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება

06.09.2018 00:45

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. სხდომა პირველ საათზეა ჩანიშნული. მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან. მკვლელობაში ბრალი მოკლულის მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს აქვს წაყენებული. გამრეკელაშვილის მკვლელობის გარდა, ბაქრაძეს გამოძიება ექვს სხვადასხვა ეპიზოდზე დანაშაულის ჩადენას ედავება. მათ შორის სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას. შეგახსენებთ, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ყელი გამოჭრეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო