ვეფხია ბაქრაძეს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯა

10.12.2018 00:36

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, რომელსაც დანაშაულის დაფარვა ედებოდა ბრალად, სასამართლომ ორი წელი შეუფარდა. პროცესზე დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. თამარ გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. საქმეზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: