„ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მეთაურის დაკავება
04/22/2023
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური - საქართველოს მოქალაქე, მალხაზ პაქსაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეურთდა. ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.
როგორც ირკვევა, დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების, ე.წ. ნაიბის პოზიციას იკავებდა. ბრალდებული პანკისის ხეობისკენ მიმავალ გზაზე, კახეთის რეგიონში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 17-ტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.