ცვლილებები კონსტიტუციაში - საყოველთაო განხილვა


საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საყოველთაო სახალხო განხილვებს საქართველოს პარლამენტი დღეს ქუთაისში იწყებს. გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, საზოგადოებას მასში მონაწილეობა, სატელევიზიო ეთერის საშუალებით, ორი დღის განმავლობაში შეეძლება. პროცესში საპარლამენტო ოპოზიციაც ჩაერთვება.

ცვლილებების ინიცირება პარლამენტში 29 ივნისს მოხდა. პროექტს კი „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ჯამში 91 დეპუტატი აწერს ხელს. ცვლილების მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2% იქნება, ხოლო მანდატების გადანაწილება პროპორციული წესით მოხდება. ასევე, 7-დან 4-მდე მცირდება ფრაქციების შექმნისთვის პარლამენტის წევრთა რაოდენობაც.

რაც შეეხება გენერალური პროკურორების არჩევას, ახალი ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ მათი შერჩევა კვალიფიციური უმრავლესობით ვერ მოხდება, კანდიდატის დამტკიცება 76 დეპუტატის მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან