ბიზნესმენების მოთხოვნა
გადავადდება თუ არა სურსათის შეფუთვის ახალი რეგულაცია წლის ბოლომდე - ეს ბიზნესსექტორის მოთხოვნაა. საკითხზე დღეს ბიზნესომბუდსმენთან შეხევდრაზე იმსჯელეს. ახალი რეგლამენტის მიხედვით, სურსათის შეფუთვის მინიმალისტური წარწერა გაზრდილი შრიფტით და დამატებითი ინფორმაციით შეიცვლება. სავალდებულო ხდება პროდუქტში შემავალი ყველა მინერალის და ვიტამინის რაოდენობის მითითება. თუ პროდუქტი ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევია, ასეთი ინფორმაციის დამატება ეტიკეტზე მწარმოებელს სპეციალური შრიფტით და ფერით მოუწევს. ახალ რეგულაციებზე გადასაწყობად ბიზნესი უკვე ემზადებოდა, შესაბამისი ეტიკეტებიც დაბეჭდეს, თუმცა მათი განმარტებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დადგენილებაში ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით ცვლილება შეიტანა, რამაც ბიზნესის უკმაყოფილება გამოიწვია. კონკრეტულად რა შენიშვნები აქვს ბიზნესს და რატომ ითხოვენ ისინი ამ წესის კიდევ ერთხელ გადავადებას, - დეტალები მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის რეზონანსული განცხადებები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენერგოკრიზისი ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საჯარო დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატში
Giorgi Kvirikashvili
მედიაცია და ბიზნესი - რას ცვლის მედიაცია ბიზნესისთვის?
Business Media Georgia
ბიზნესომბუდსმენი ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ბიზნესმენებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster