მზადება მეორე ტურისთვის


ზუგდიდის შემდეგ ყურადღება მთაწმინდის ოლქისკენ ინაცვლებს.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურ სამზადისს იწყებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბლოკ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“კანდიდატს მხოლოდ 614 ხმით მოუგო, საარჩევნო მარათონი დიდი ალბათობით დაძაბული იქნება.

ახლა მთავარი კითხვაა,  მოახერხებს თუ არა ოპოზიცია შალვა შავგულიძის კანდიდატურის გარშემო გაერთიანებას და ვის სასარგებლოდ გადანაწილდება მეორე ტურში ხმები, რომლებიც პირველ ტურში მესამე-მეოთხე ადგილზე გასულმა ოპოზიციურმა კანდიდატებმა მიიღეს.

მოწოდების მიუხედავად, გაერთიანების საკითხი ეჭვქვეშ დგას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან