მზადება მეორე ტურისთვის
მეორე ტურის წინ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციებს მართავს. მიზანი ოპოზიციური კანდიდატების ერთობლივი მხარდაჭერა და მრავალპარტიულ ჩრდილოვან კაბინეტზე შეთანხმებაა იმ 20-ვე ქალაქში, სადაც 30 ოქტომბერს მეორე ტური უნდა გაიმართოს. კანდიდატების უმრავლესობა კი „ნაციონალური მოძრაობისაა“. ამ პარტიის ლიდერებისთვის ხელისუფლების დამარცხების გზა კოალიციური მმართველობის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანებაზე გადის. თუმცა, ამ საკითხზე დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს. საკუთარ ამომრჩევლებს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს „ლელო“, ასევე „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლის ლიდერთა ნაწილი 2 ოქტომბერს მიღებულ საკმაოდ დაბალ შედეგს კოალიციური მმართველობის გარშემო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციების არ გამართვით ხსნის. ასე არ ფიქრობენ „გირჩი“ და „მოქალაქეები“. თავის მხრივ, გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი, რომელიც ჩრდილოვანი კაბინეტების იდეას არასერიოზულად უყურებს და ოპონენტებს მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მზადება მეორე ტურისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება მეორე ტურისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება მეორე ტურისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება მეორე ტურისთვის
Euronews Georgia
მზადება მეორე ტურისთვის - ზაზა ლომინაძე "დღის ქრონიკაში"
TV IMEDI
მზადება მეორე ტურისთვის - ირაკლი ჩიქოვანი "დღის ქრონიკაში"
TV IMEDI
მზადება მეორე ტურისთვის - ეკა ბესელია ლევან ჩხაიძის დღის ამბ...
TV Pirveli
მზადება მეორე ტურისთვის და ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster