დღეს თელავში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, თელავის წმ.ნინოს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კვიპაროსის 40 ხე დარგეს. ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
ეკოპროექტი, რომლის ფარგლებშიც აქცია დაიგეგმა, 2014 წლის მარტიდან საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება. აქცია თელავის მერიის, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით განხორციელდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1xZFRtE