საკვირაო წირვა რეგიონებში
ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, წირვის დაწყებამდე მრევლს მთავრობის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სწორი დამოკიდებულება. მეუფე ანდრიას განცხადებით, ვინც რისკის ჯგუფში იმყოფება, ავადაა, ან თვითიზოლაციის რეჟიმშია, სასულიერო პირები მზად არიან, ყველასთან მივიდნენ და აზიარონ. გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება გარკვეული დისტანციით მიმდინარეობდა. წირვა ჩატარდა ფოთის საკათედრო ტაძარშიც, სადაც ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ თითოეული ქრისტიანი მზად არის, თავი გაწიროს ქრისტესთვის და არა ვირუსებისთვის. მისივე თქმით, ნებისმიერ თავგანწირვას შინაარსი უნდა ჰქონდეს. ხალხმრავლობა იყო ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარშიც, რომელიც სასულიერო გიმნაზიაში მდებარეობს. რაც შეეხება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს, საკვირაო ლოცვა გვიან ღამით ჩატარდა. მრევლი აღნიშნავს, რომ სიფრთხილე აუცილებელია. ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ითვალისწინებენ ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას და წირვის დროს მრევლი ეზოში დისტანციის დაცვით განლაგდება, ლოცვას კი ხმის გამაძლიერებელი საშუალებით მოისმენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საკვირაო წირვა რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკვირაო წირვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკვირაო წირვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკვირაო წირვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკვირაო წირვა ჭყონდიდის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკვირაო წირვა მარტვილის და ჭყონდიდის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკვირაო წირვა და პატრიარქის მოწოდება მრევლს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster