საკვირაო წირვა რეგიონებში


ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა გორში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა.

ქადაგებისას მეუფე ანდრიამ ზიარების არსი და წესი განმარტა და მრევლს დაავადებული ადამიანებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. მიტროპოლიტი ანდრიას კურთხევით ეპარქიაში ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც რისკ ჯგუფში მყოფ მოხუც ან ავადმყოფ ადამიანებს დაეხმარებიან. დღესვე მეუფე ანდრიას წინამძღოლობით სასულიერო პირებმა ქალაქი აკურთხეს.

ზიარების წესის ჰიგიენის დაცვის შესახებ ისაუბრეს სასულიერო პირებმა ალავერდის მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ. ალავერდის მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა ხელისუფლებას შექმნილ ვითარებაში ორგანიზებული მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან