#ყველაკითხვა „არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“ - 24 წლის წინ მოკლული დავით ბოლქვაძის ისტორია


15 აპრილი, 2017
„არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“ – გადაცემა #ყველაკითხვა 24 წლის წინ მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს.
გამოძიების და სასამართლოს მიერ დანაშაულში ბრალდებული პირი ბრალს დღემდე არ აღიარებს.
გადაცემის სტუმრები: ლია ისიანი-ბოლქვაძე - დათო ბოლქვაძის დედა; ნინო ბოლქვაძე - დათო ბოლქვაძის და; ალექსანდრე ალადაშვილი - ადვოკატი, მოსამართლე; თამარ ბოლქვაძე - დათო ბოლქვაძის და; გოგა ჭყონია - რეჟისორი, ოპერატორი; გურამ გორელიშვილი - ჟურნალისტი, ოპერატორი; გიორგი ებრალიძე - რეჟისორი; გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, ტელე-დოკუმენტალისტი; გია გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; დიმა ჯაიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან