საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პირველ არხზე


პოლიტიკური ლიდერები საქართველოს პირველი არხის ეთერში.
მმართველი გუნდის და ორი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები ორი საათის განმავლობაში ჩვენს არხზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავდნენ და მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობდნენ.
რვა მარტს შეთანხმებული ახალი საარჩევნო სისტემის საყოველთაო განხილვა დაიწყო. პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატისთვის პირველი არხის პლატფორმაა გამოყენებული. რატომ არის მანდატების გადანაწილების 120-30-ზე მოდელი დღეს არსებულ საარჩევნო სისტემაზე უკეთესი და რა პრინციპით გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქების საზღვრები - ეს დღეს ყველაზე აქტუალური კითხვები იყო. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის მიუხედავად, ახალი საარჩევნო სისტემის კონსტიტუციაში ასახვას დიდი ალბათობით საკმარისი საპარლამენტო მხარდაჭერა ექნება.  
თეონა მანაგაძე ადევნებდა თვალს ორსაათიან განხილვას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან