მზადება საშემოდგომო სესიისთვის
რაც შეეხება დღევანდელი განხილვის ერთ-ერთ თემას, საკონსტიტუციო ცვლილებებს, დოკუმენტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების, ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას საყოველთაო-სახალხო განხილვა სჭირდება, რისთვისაც საორგანიზაციო კომისია, 3 სექტემბრის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე შეიქმნება. კომისიაში 13 წევრი იქნება. ასევე, კანონმდებლებს საშემოდგომო სესიაზე, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დადგენილების სამ პროექტზეც მოუწევთ მსჯელობა. მათგან ორის ინიცირება ხვალ მოხდება. ერთი „ქართული ოცნების“ წევრებმა მოამზადეს, ხოლო მეორე პროექტის ავტორი კი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქრონიკა 09:00 საათზე - 5 სექტემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 5 სექტემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
მზადება ახალი სასწავლო წლისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თაფლის მარაგი
მხიარული ფუტკარი
საშემოდგომო სამუშაოები
მხიარული ფუტკარი
საშემოდგომო სამუშაოები – ოქროწკეპლა
მხიარული ფუტკარი
ტიხარის მნიშვნელობა ფუტკრის ოჯახისთვის
მხიარული ფუტკარი
„მოამბე“ 21 საათზე, 12 ოქტომბერი 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE