ამერიკელი მეცნიერის პროექტის პრეზენტაცია თელავის უნივესიტეტში


დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელმა მეცნიერმა, სუზენ კლოსტერ ჰაუზმა, აშშ-ს საელჩოს მოწვევით, ახალი პროდუქციის გამოყენების კონცეფციის შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას უმაღლესი სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. პროდუქტების სერთიფიცირების ინოვაციის ინსტიტუტის წარმომადგენლის განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანი წარმოებული პროდუქციიდან მავნე ქიმიური ნივთიერებების ამოღებაა.
შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, 6 უნივერსიტეტსა და 3 საჯარო სკოლაში ტარდება. მისი მიზანი ქიმიისა და გარემოს საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლებაა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1nnQ41v

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან