"Anabechdi" Magazine 1st Compilation - Mokle Chartva [2005]
© ჟურნალი „ანაბეჭდი“ Playlist: 01-Young Georgian Lolitaz – Star 00:00 02-Young Georgian Lolitaz – Room 05:17 03-Erast – Georgian In Kyoto 10:02 04-Nikakoi – Odessa 2 15:36 05-Gogi Dzodzuashvili – Maniac The Mark 20:23 06-Gogi Dzodzuashvili – Stay Mute 24:03 07-Ganjaloop “Sakartvelo” – Live In Flex 27:24 მოკლე ჩართვა არიან მუსიკოსები, რომლებიც არ ბომბავენ პოპ-ჩარტებს, არ გეგმავენ მომავალს მათი ფინანსურად წარმატებული წლით და მაინც ავანგარდში – წინა ხაზზე დგანან ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათ მუსიკა აინტერესებთ. ჩვენი ყურადღება ელექტროკომპოზიტორებზე და ალტერნატიული როკის წარმომადგენლებზე შევაჩერეთ, თუმცა ეს ჟანრული განსაზღვრებებიც პირობითია. მუსიკალური ფორმები დღეს მოქნილად ცვლიან და ავსებენ ერთმანეთს, სტილისტური შეუთავსებლობების საზღვრები თითქოს გამქრალია. დიმა დადიანის და იკო მინდაძის პროექტი Ganjaloop უკვე სახელის კონტრასტულობით (მცენარეული განჯა და ტექნიკური ლუპი) განსაზღვრავს მუსიკის ექსპერიმენტულ ხასიათს. DJ დიმას ელექტრონულ ქსოვილს იკოს ცოცხალი დასარტყამი ინსტრუმენტები ავსებენ. Ganjaloop-ის საკონცერტო გამოსვლებით ქართველი მსმენელი მაინცდამაინც განებივრებული არ არის, დუეტი ძირითადად ვენაში მოღვაწეობს. გამოდიან პრესტიჟულ კლუბებში Abuday, Wuk, Flax, Wom. 2002 წელს პროექტმა ვენის fm4 რადიოს ეთერიც გაარღვია ერთსაათიანი პროგრამით. Ganjaloop-ის ანგარიშზე სულ სამი ალბომია: პირველი ქართული drum’n’bass ალბომი „გუცაევის გუცები“ 1998 წ, „Ganjaloop საქართველო ვენაში“, სულ ახლახან – 25 თებერვალს კი კლუბ „ბერლინში“ Live Set ჩაიწერა. ქართული ელექტრონიკის კიდევ ერთ პიონერია გოგი ძოძუაშვილი, რომელიც დღესაც ცდილობს პულსაცია შეუნარჩუნოს ახალგაზრდა მუსიკას ელექტრო ბიძგებით, რითმებით და განსაკუთრებით დახვეწილი ჟღერადობით. გოგიმ ნინო ქათამაძის ალბომს გაუკეთა ის, რასაც თავის დროზე მადონა Chemical Brothers-ისგან ითხოვდა, მაგრამ ვერ მიიღო: ელექტრონული ესთეტიკა, რომელიც ცოცხალ შემსრულებელთან კონფლიქტში არ მოდის. გოგი ძოძუაშვილის ალბომი Post Industrial Boys გერმანიაში, Max Ernst-ის ლეიბლზე (max-ernst.de) დაიბეჭდა. ის მალე ახალ დისკსაც გამოუშვებს. „ნიკაკოი“ მელანქოლიური ნეო-რომანტიკული და ქართული მელოდიკით კიდევ უფრო შორს წავიდა – დასავლეთისკენ. 1999 წელს, პარიზში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნიკა მაჩაიძემ გრან-პრი აიღო. „ნიკაკოის“ მუსიკა, რომელიც ძირითადად საქართველოში იქმნება, გერმანული და იაპონური (ცნობისათვის „კოი“ იაპონურად სიყვარულს ნიშნავს) ბაზრისთვის არის გათვლილი. მის ალბომებს Sestrichka, Sentimental და Goodair ინფორმირებული ევროპელი მსმენელი კარგად იცნობს. წელს კი ნიკას ახალ დისკს იაპონიაში გამოუშვებენ. ელექტრონული მუსიკისთვის უცხოა და ზედმეტი იდეოლოგიით დატვირთვა, რითაც ძალიან გავს Indie Rock-ს, რომელიც მებრძოლი როკის დასასრულად შეიძლება ჩაითვალოს. ინდიროკერი არ იბრძვის, პროტესტს არ გამოთქვამს. ის კმაყოფილია თავისი დეპრესიულობით. პრობლემების პერმანენტულობამ შეგუება გამოიწვია. რითი უნდა გააკვირვო? რითი უნდა შეაშინო? ცხოვრება ერთ დიდ ლიმონს გავს, რომელიც მჟავეცაა და სასარგებლოც. შეეჩვიე და აღარ დაიჭყანები. ეს Lemonjuice-ა, რომელსაც ბოლო დრომდე თბილისში Young Georgian Lolitaz-ის სახელით იცნობდნენ. Lemonjuice მათ ალბომსაც ქვია. მოუსმინე და მოგეწონება, უყურე და გაგეცინება: ტკბილს, რომელიც კბილებს აფუჭებს ზოგს მჟავე ურჩევნია და თუ გინდა შ**ცი. თემო კვირკველია © ℗ „ანაბეჭდი“ 2005 #AnabechdiMagazine #Compilation #MokleChartva
Lasha Gabunia-ის სხვა ვიდეოები
Outsider - ღია რეპეტიცია ბჟოლებში [22.09.1998] (ნა...
„ანარეკლი“ - Bajoo \u0026 Chi - ბედნიერი როკ-ენ-რო...
Outsider - Live In Kutaisi GPI Club (05.09.1997)
Outsider \u0026 Friends - Live At Theater In Bzhol...
უცნობი შემსრულებელი - კინტოს სიმღერა [1950's] (X-R...
05:08
ჰამლეტ გონაშვილი და „რუსთავი“ - ზამთარია (1989) [V...
31:12
Outsider - „მარგარიტა 96“ (LIVE) [13.07.1996]
17:09
კონსტანტინე გამსახურდია [1961] (Vinyl Single Rip)
მსგავსი ვიდეოები
Jorjick - Netto [2006] (“Anabechdi” Magazine Album)
Lasha Gabunia
Rodriguez - Rodriguez [2008] (“Anabechdi” Magazine Album)
Lasha Gabunia
Dima Dadiani - She Garkvnilo (06) [2005]
Lasha Gabunia
Nika Machaidze - Dumai-Dumai (Cover) (03) [2005]
Lasha Gabunia
ირაკლი ჩარკვიანის Tribute ალბომი – ქაღალდის გემი [2006]
Lasha Gabunia
Authors’ Reading Month/ ავტორთა კითხვის თვე 2017 - Nene Kvin...
VĚTRNÉ MLÝNY
ექსპერტიზის ბიურო თითის ანაბეჭდისა და კომპიუტერული კვლევის შ...
შუადღე GDS / shuadge GDS
"U.F.O." #9 - გიორგი დადიანი
Artareatv