Jorjick - Netto [2006] (“Anabechdi” Magazine Album)
ჟორჟიკას (გიორგი ჟორჟოლიანის) წინამდებარე ალბომი Netto CD-ს სახით ჟურნალ „ანაბეჭდის“ 2006 წლის სექტემბერში მე-19 ნომერთან ერთად გამოვიდა. © ℗ 2006 ჟურნალი „ანაბეჭდი“ Playlist: 01-Spring (System Recordings) 00:00 02-Landrover (Pisorecords) 07:12 03-Other Day (System Recordings) 16:14 04-13 (Pisorecords) 23:21 05-Optimist 30:44 06-Flora 35:54 07-Netto 41:47 ჟორჟიკა ერთ სატელევიზიო გადაცემაში მუშაობს, ცნობილი სახეა – პრაქტიკულად (და საფუძვლიანად) ყველაზე სასურველი (most wanted) DJ-ია თბილისში, ამას თვითონაც გრძნობს, „ბევრს ვგრძნობ, მაგრამ მაინც ცოტაა ჩემთვის“. მსმენელი უამრავი ყავს, მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟიკას მუსიკა ალბომის სახით ოფიციალურად მაინცა და მაინც არ ვრცელდება. სანამ ელექტრონული მუსიკის კეთებას დაიწყებდა – პრინციპში, თვითონ ჟორჟიკა ელექტრონულ და ცოცხალ მუსიკას კატეგორიულად არ გამოყოფს ერთმანეთისგან – იყო ბევრი ექსპერიმენტი. მუსიკასთან აქტიური კავშირი 90-იანებიდან დაიწყო, ინსტრუმენტით – როგორც თვითონ ამბობს, მაშინ გრძელი თმები ქონდა: გიტარაზე უკრავდა, ბასზე, ჩელოზე დაკვრის მცდელობებიც ქონდა. „ვერთობოდი და მომწონდა. „ამორალში“ [90-ანების ქართული როკ-ჯგუფი, რომლის შესახებ სტატია, მახსოვს, ასეთი სათაურით დაიბეჭდა: „ამორალი – ახალი თაობის მორალი“] ვუკრავდი, ბაკურ ბურდულთანაც [ჟორჟიკა ბაკურის ერთ ვიდეოშიც არის, სახელად: „გამოგივა ხვალ“]. არტ-როკის დაკვრის მცდელობებიც მქონდა. მაშინ ძაან საინტერესო დინამიკა იყო – ეხლა არ ვიცი ამ კუთხით რა ხდება – მაგრამ მაშინ სულ არ ვიყავი მოწყენილი იმით, მუსიკასთან რომ მქონდა კავშირი. კომპიუტერი მაგ დროს პრობლემა იყო. გერმანიაში როცა ვცხოვრობდი, სეკვენსერი ვიყიდე, რომელიც ელექტრონულ ხმებს გამოსცემდა: ცალ ხელში გიტარა მეჭირა, მეორეში – ეს სეკვენსერი, მესამეში – მიკროფონი და ამ ყველაფერს კასეტაზე, მაგნიტოფონში ვიწერდი. ეს კასეტები დავკარგე [სამწუხაროდ]. მერე კომპიუტერიც გაჩნდა. თავიდან კომპიუტერი, როგორც სტუდია ისე აღვიქვი, სადაც შეგიძლია უამრავი რამის ჩაწერა. მეც დავიწყე რაღაცეების ჩაწერა და ნელ-ნელა, ნელ-ნელა შევყევი... და ძაან ღრმად შევყევი... მერე მოსკოვში მოვხვდი, იქ ზურა წერეთელის მუზეუმის დაფინანსებით პატარა სტუდიასავით გავაკეთე და ამ დროს უკვე დავიწყე ტრეკებისთვის სახელების დარქმევა, სხვებსაც ვასმენინებდი... და ამის მერე თითქმის სულ მუსიკაში, მუსიკის ირგვლივ ვარ. მოკლედ DJ-ც გავხდი“. © „ანაბეჭდი“ №19, 2006 წლის სექტემბერი #AnabechdiMagazine #Jorjick #Netto
Lasha Gabunia-ის სხვა ვიდეოები
Outsider - ღია რეპეტიცია ბჟოლებში [22.09.1998] (ნა...
„ანარეკლი“ - Bajoo \u0026 Chi - ბედნიერი როკ-ენ-რო...
Outsider - Live In Kutaisi GPI Club (05.09.1997)
Outsider \u0026 Friends - Live At Theater In Bzhol...
უცნობი შემსრულებელი - კინტოს სიმღერა [1950's] (X-R...
05:08
ჰამლეტ გონაშვილი და „რუსთავი“ - ზამთარია (1989) [V...
31:12
Outsider - „მარგარიტა 96“ (LIVE) [13.07.1996]
17:09
კონსტანტინე გამსახურდია [1961] (Vinyl Single Rip)
მსგავსი ვიდეოები
#ცოცხალი JORJICK - Like My Dog _ Like My System
ცოცხალი / Live
#ცოცხალი - JORJICK - False Ego
ცოცხალი / Live
#ცოცხალი - JORJICK - Tango Banaras
ცოცხალი / Live
"ჰოსპიტალი" #3 - Jorjick
Artareatv
გიორგი ჟორჟოლიანი (Jorjick) ვაკის პარკში 7-სართულიანი სასტუმ...
Guerilla Gardening Tbilisi
გიორგი ჟორჟოლიანი (Jorjick) • ჩვენ ვირჩევთ ევროპას
ჩვენ ვირჩევთ ევროპას
Dima Dadiani - She Garkvnilo (06) [2005]
Lasha Gabunia
Nika Machaidze - Dumai-Dumai (Cover) (03) [2005]
Lasha Gabunia