Rodriguez - Rodriguez [2008] (“Anabechdi” Magazine Album)

13.07.2019 43:17

Rodriguez-ის წინამდებარე ალბომი CD-ს სახით ჟურნალ „ანაბეჭდის“ 2008 წლის გაზაფხულზე 32-ე ნომერთან ერთად გამოვიდა. © ℗ 2008 ჟურნალი „ანაბეჭდი“ Playlist: 01-After All 00:00 02-Heartbeat 03:16 03-High Tension 06:58 04-Connected 11:33 05-I Believe In Nothing 16:12 06-Please 20:00 07-Right Place 23:33 08-Gravitation Trick 26:07 09-Sentimental 29:48 10-Ten 33:33 11-Track For The Ladies 38:43 Rodriguez არის დუეტი, რომელშიც მისი დამაარსებლის – ვლადიმერ დავით სვანიძის (იგივე რადარა როდრიგესის) გარდა, ლევან სვანიშვილიც უკრავდა. რადარამ თავისი შემოქმედებითი ცხოვრება 1990-იანი წლების ბოლოს, ნიკა კოჩაროვის დაარსებულ Young Georgian Lolitaz-ში დაიწყო, ხოლო ლევანი ჯგუფ „სტრინგის“ გიტარისტი იყო. Rodriguez-მა რადარას ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა, როგორც სოლო შემსრულებელს, მუსიკის ავტორსა და პროდიუსერს. ისიც უნდა ითქვას, რომ Rodriguez საქართველოში ელექტრო პოპის პიონერია. „როდრიგეზის“ მუსიკაში ინდი-როკის ელემენტებიც იგრძნობა. ეს ალბომი ჟურნალ „ანაბეჭდის“ ხელშეწყობით მის ნომერთან ერთად 2008 წელს გამოვიდა. © ჟურნალი „ანაბეჭდი“, №32, 2008 წლის გაზაფხულის ნომერი #AnabechdiMagazine #Rodriguez #2008

გაზიარება: